სამხედრო ტექნიკის გამოცდა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
22:57, 9 თებერვალი 2018-ის ვერსია, შეტანილი Echelidze (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

სამხედრო ტექნიკის გამოცდასამხედრო ტექნიკის საცდელი ან სერიული ნიმუშების მახასიათებლების ექსპერიმენტული განსაზღვრა ტაქტიკურ-ტექნიკურ მოთხოვნებთან მათი შესაბამისობის დასადგენად. სამხედრო ტექნიკის საცდელი ნიმუშების გამოცდა არის წინასწარი (საქარხნო) და მისაღები (საუწყებათაშორისო და სახელმწიფო). საუწყებათაშორისო გამოცდა არის მისაღები გამოცდა ნიმუშის შემადგენელი ნაწილებისათვის და წინ უძღვის მთლიანად ნიმუშის წინასწარ გამოცდას. სახელმწიფო (საპოლიგონო, საჯარისო) გამოცდას აწყობს შემკვეთი შეიარაღებაზე სამხედრო ტექნიკის მიღების მიზანშეწონილობის განსაზღვრის მიზნით. წარმოებისას ეწყობა:

  • ნიმუშის მიღება − ჩაბარების გამოცდა,
  • პერიოდული – წარმოებიდან გარკვეული ვადის გასვლის შემდეგ (უფრო სრული შემოწმება),
  • ტიპობრივი – სამხედრო ტექნიკის კონსტრუქციაში ან წარმოების ტექნოლოგიაში ცვლილებების შეტანის შემდეგ.


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი. აკადემიკოსის, გენერალ–მაიორ ელგუჯა მეძმარიაშვილის საერთო რედაქციით, – თბილისი 2017

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები