სამხედრო ტვირთი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
23:03, 9 თებერვალი 2018-ის ვერსია, შეტანილი Echelidze (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

სამხედრო ტვირთი – შეიარაღება, სამხედრო ტექნიკა, საწვავი და სხვა მატერიალური საშუალებები, რომლებიც განკუთვნილია ჯარებისათვის და რომელთა გადაზიდვაც ხდება სხვადასხვა ტრანსპორტით. სამხედრო ტვირთი არის:

  • სატრანსპორტო თვისებების მიხედვით – ცალკეული, დასაყრელი, ფხვიერი, ჩასასხმელი, შემკვრელი, მძიმეწონიანი, არაგაბარიტული;
  • ფიზიკური თვისებების მიხედვით – არასაშიში და საშიში;
  • შენახვის პირობების მიხედვით – ტვირთი, რომელსაც ესაჭიროება სპეციალური ან ჩვეულებრივი დახურული სათავსები, ან ტვირთი, რომლის შენახვა დასაშვებია სათავსების გარეშე.


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი. აკადემიკოსის, გენერალ–მაიორ ელგუჯა მეძმარიაშვილის საერთო რედაქციით, – თბილისი 2017

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები