სამხედრო ჩარევა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
21:00, 10 თებერვალი 2018-ის ვერსია, შეტანილი Echelidze (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

სამხედრო ჩარევა − პირდაპირი ან არაპირდაპირი, რომელიც ეყრდნობა შეიარაღებულ ძალებს. ჩარევა სახელმწიფოს (ხალხის) საშინაო საქმეებში, რომელიც არღვევს ან აშკარა საფრთხეს უქმნის მის სუვერენიტეტს. შეიძლება განხორციელდეს ჩარევის ეკონომიკურ, პოლიტიკურ, დიპლომატიურ, იდეოლოგიურ და სხვა ფორმებთან ერთად. გამოიყენება ცალკეული ქვეყნების ან რეგიონების სოციალურ-პოლიტიკური დესტაბილიზაციის, არასასურველი პოლიტიკური რეჟიმების შეცვლის, კონფლიქტის ერთ-ერთი მხარისათვის დახმარების აღმოჩენის მიზნით და სხვა. პირდაპირი სამხედრო ჩარევა ნიშნავს სამხედრო ძალის (აგრესია, ინტერვენცია და სხვა) დაუფარავ გამოყენებას. არაპირდაპირი ჩარევა შეიძლება შემოიფარგლოს მუქარით, რომ გამოიყენებენ შეიარაღებულ ძალადობას (ძალის დემონსტრაცია, ეკონომიკური ბლოკადა და სხვა).

საერთაშორისო სამართლის ერთ-ერთ ფუძემდებელ პრინციპად აღიარებულია ჩაურევლობა სხვა სახელმწიფოს საშინაო საქმეებში.


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი. აკადემიკოსის, გენერალ–მაიორ ელგუჯა მეძმარიაშვილის საერთო რედაქციით, – თბილისი 2017

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები