სამხედრო ხიდი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
სამხედრო ხიდი – ბუნებრივ დაბრკოლებებზე (მდინარეებზე, არხებზე, ხევებზე და ა.შ.) ჯარების გადასასვლელი დროებითი საინჟინრო ნაგებობა.
სამხედრო ხიდები დანიშნულების მიხედვით არის – ავტოსაგზაო, სარკინიგზო და ქვეითად მოსიარულეების;
კონსტრუქციის მიხედვით – ხისტსაყრდენიანი (წყალმაღალი, წყალდაბალი და წყალქვეშა), მოტივტივე და კიდული;
მზაობის ხარისხის მიხედვით – სატაბელო (ლითონის მექანიზებული და დასაშლელი) და ადგილობრივი მასალებისაგან დამზადებული.
სამხედრო ხიდს აგებენ საინჟინრო, საგზაო და სარკინიგზო ჯარების სხვადასხვა ფორმირებები, როგორც წინასწარ, ისე საბრძოლო მოქმედებების მსვლელობის დროს.
წყარო
ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი. აკადემიკოსის, გენერალ–მაიორ ელგუჯა მეძმარიაშვილის საერთო რედაქციით, – თბილისი 2017