სამხედრო-პატრიოტული აღზრდა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
სამხედრო-პატრიოტული აღზრდა - სამხედრო პერსონალისა და ქვეყნის მოქალაქეების აღზრდა სამშობლოს სიყვარულის და მისი შეიარაღებული დაცვისათვის მზადყოფნის სულისკვეთებით. წარმოებს სახელმწიფოს კონსტიტუციის და სხვა მთავარი საკანონმდებლო აქტების შესაბამისად. სამხედრო-პატრიოტული აღზრდის ძირითად ამოცანებს წარმოადგენს მოქალაქეებში პატრიოტული თვითშეგნების ჩამოყალიბება, ჯარის საბრძოლო და გმირული ტრადიციებისადმი ერთგულების ჩანერგვა. იგი ხორციელდება ოჯახის, სკოლის, საგანმანათლებლო ორგანიზაციების, სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოების, საზოგდოებრივი კავშირების გაერთიანებული ძალისხმევით.
წყარო
ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი. აკადემიკოსის, გენერალ–მაიორ ელგუჯა მეძმარიაშვილის საერთო რედაქციით, – თბილისი 2017