ძალების და საშუალებების თანაფარდობა
ძალების და საშუალებების თანაფარდობა – საკუთარი ჯარების (ძალების), მოწინააღმდეგის ძალების და საშუალებების (ქვედანაყოფები, ნაწილები, შენაერთები, იარაღი, სამხედრო ტექნიკა და სხვა) რაოდენობრივი და ხარისხობრივი შედარების მაჩვენებლები. საშუალებას იძლევა განისაზღვროს დაპირისპირებული მხარეებიდან ერთ-ერთის ობიექტური უპირატესობის ხარისხი. დიდ (ხანდახან გადამწყვეტ) გავლენას ახდენს ოპერაციის (ბრძოლის) მომზადების შესახებ გადაწყვეტილების მიღებაზე და საბრძოლო მოქმედებების დროს ამ გადაწყვეტილების დაზუსტებაზე (შეცვლაზე). გათვლა წარმოებს სტრატეგიულ, ოპერატიულ და ტაქტიკურ მასშტაბებში შესაბამისი შტაბების მიერ მოქმედებების მთელ ზოლში, მთავარ და სხვა მიმართულებებზე.
წყარო
ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი. აკადემიკოსის, გენერალ–მაიორ ელგუჯა მეძმარიაშვილის საერთო რედაქციით, – თბილისი 2017