შევსების ძალები
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
შევსების ძალები - ევროპის და ჩრდილოეთ ამერიკის ქვეყნების სამხედრო ფორმირებები, რომლებიც არ შედიან თავდაცვის მთავარი ძალების ან რეაგირების ძალების შემადგენლობაში. მათი დანიშნულებაა რეგიონული ან ნატოს გაერთიანებული შეიარაღებული ძალების საზღვაო სარდლობების გაძლიერება და შემაკავებელი ღონისძიებების გადაწყვეტის, კრიზისის დარეგულირების და თავდაცვის ხელშეწყობა.
წყარო
ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი. აკადემიკოსის, გენერალ–მაიორ ელგუჯა მეძმარიაშვილის საერთო რედაქციით, – თბილისი 2017