ჰააგის კონვენცია 1954
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
11:13, 19 თებერვალი 2018-ის ვერსია, შეტანილი Labashidze (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ჰააგის კონვენცია 1954, შეიარაღებული კონფლიქტის შემთხვევებში კულტურულ ფასეულობათა დაცვის შესახებ. მიიღო ჰააგის საერთაშორისო კონფერენციამ (21 აპრილი - კონვენციის მონაწილეა 80-ზე მეტი სახელმწიფო. მათ იკისრეს ვალდებულება, უპატრონონ და დაიცვან კულტურული ფასეულობები როგორც საკუთარ, ისე მოწინააღმდეგის ტერიტორიაზე. დაცული კულტურული ფასეულობების (არქიტექტურის, ხელოვნების, ისტორიის ძეგლები, არქეოლოგიური ადგილები) მარკირება ხდება სპეციალური ნიშნით (ქვემოთ წაწვეტებული ფარი, რომელიც დაყოფილია ლურჯი და თეთრი ფერის 4 ნაწილად).
წყარო
ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი. აკადემიკოსის, გენერალ-მაიორ ელგუჯა მეძმარიაშვილის საერთო რედაქციით. თბილისი,2017