ფარული საცეცხლე წერტილი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
16:28, 19 თებერვალი 2018-ის ვერსია, შეტანილი Labashidze (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ფარული საცეცხლე წერტილი - ნაგებობა 1–2 ტყვიამფრქვევით, რომელიც განკუთვნილია მოწინააღმდეგის ტანკების უკან მოძრავ ქვეითებზე უეცარი ცეცხლის გასახსნელად.
ფარულ მდგომარეობაში იგი მიწის დონეზე მაღლა არ მდებარეობს. საბრძოლო მდგომარეობაში გადაყვანა და უკან დაბრუნება ხორციელდება რამდენიმე წამში.
წყარო
ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი. აკადემიკოსის, გენერალ–მაიორ ელგუჯა მეძმარიაშვილის საერთო რედაქციით, – თბილისი2017