ფლანგი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
12:48, 20 თებერვალი 2018-ის ვერსია, შეტანილი Labashidze (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ფლანგი -(ფრანგული - flanc), მწყობრის მარჯვენა ან მარცხენა განაპირა მხარე, ჯარების (ძალების) საბრძოლო წყობის (ოპერატიული დაწყობის) მარჯვენა, ან მარცხენა მხარე.
ფლანგი, როგორც წესი, წარმოადგენს საბრძოლო წყობის (ოპერატიული დაწყობის) შედარებით სუსტ ნაწილს, ამიტომ საბრძოლო მოქმედებების დროს მხარეები ცდილობენ ხელში ჩაიგდონ მოწინააღმდეგის ფლანგები და მიაყენონ მას დარტყმა. განსაკუთრებით საშიშია მოწინააღმდეგის გასვლა ღია ფლანგზე.
წყარო
ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი. აკადემიკოსის, გენერალ–მაიორ ელგუჯა მეძმარიაშვილის საერთო რედაქციით, – თბილისი 2017