შიდა ლაშქარი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
შიდა ლაშქარი შიდა სპა – ლიხთ-იმერეთის (ყოფილი აფხაზთა სამეფოს) შეიარაღებული ძალები, რომლებიც საქართველოს გაერთიანებისათვის ბრძოლაში (XI საუკუნე – XII საუკუნის დასაწყისი) სამეფო ხელისუფლების მთავარ სამხედრო დასაყრდენს წარმოადგენდნენ. საქართველოს 4 სადროშოდ დაყოფის შემდეგ შიდა ლაშქარის საფუძველზე ჩამოყალიბდა მემარჯვენე სადროშო.
წყარო
ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი. აკადემიკოსის, გენერალ–მაიორ ელგუჯა მეძმარიაშვილის საერთო რედაქციით, – თბილისი2017