შიდა წყლები (საერთაშორისო სამართალში)
შიდა წყლები (საერთაშორისო სამართალში) – მოცემული სახელმწიფოს ტერიტორიის ფარგლებში ყველა წყლები: *მდინარეები;
- ტბები;
- არხები;
- წყალსაცავები და სხვა.
შიდა წყლებად ითვლება, აგრეთვე, შიდა ზღვები, რომლებსაც ყოველი მხრიდან გარს აკრავს ხმელეთი, რომელიც ერთი სახელმწიფოს ტერიტორიას წარმოადგენს; საზღვაო სივრცე ნაპირსა და სახელმწიფოს ტერიტორიული წყლების საწყის ხაზს შორის, მათ შორის – ნავსადგურების, ყურეების წყლები (რომელთა შესვლის სიგანეა არა უმეტეს 24 საღვაო მილი – 44,4 კმ, ხოლო “ისტორიული ყურეების” შემთხვევაში უფრო მეტიც).
უცხოეთის არასამხედრო გემებს და სამხედრო ხომალდებს შეუძლიათ შევიდნენ შიდა წყლებში მოცემული სახელმწიფოს მიერ დადგენილი წესების შესაბამისად; ეს ეხება აგრეთვე თვითმფრინავების ფრენას.
წყარო
ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი. აკადემიკოსის, გენერალ–მაიორ ელგუჯა მეძმარიაშვილის საერთო რედაქციით, – თბილისი 2017