ფორტი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ფორტი კარილონი

ფორტი - (ფრანგული fort, ლათინური fortis - ძლიერი), ღია ან დახურული ტიპის ცალკეული სიმაგრე, რომელიც შედგება ერთი, ან რამდენიმე საფორტიფიკაციო ნაგებობისგან.

ფორტიის მშენებლობა დაიწყეს XVIII საუკუნეში. პირველად იქმნებოდა როგორც ციხე-სამაგრის ან საველე გამაგრებული პოზიციის ნაწილი.

ღია ტიპის ფორტს, ფართობით 4-5 ჰა, ჰქონდა 1-2 მიწაყრილი, რომლის წინ თხრილები ეწყობოდა. მიწაყრილების უკან თავსდებოდნენ საარტილერიო ქვემეხები და ქვეითები.

დახურული ტიპის ფორტი XVIII საუკუნეში შენდებოდა მრავალსართულიანი ქვის კოშკების სახით, რომლებსაც ჰქონდათ ქვემეხების ამბრაზურები. მოგვიანებით დაიწყეს ბასტიონის ტიპის ფორტის შენება (მაგალითად, ფრანგული ფორტი შედგებოდა 4-5 ბასტიონისგან 40-50 ქვემეხისთვის).

I მსოფლიო ომის შემდეგ ფორტი გამოიყენებოდა როგორც გამაგრებული რაიონის ნაწილი.



წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი. აკადემიკოსის, გენერალ–მაიორ ელგუჯა მეძმარიაშვილის საერთო რედაქციით, – თბილისი2017

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები