ფუგასურ-ცეცხლგამჩენი საავიაციო ბომბი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ფუგასურ-ცეცხლგამჩენი საავიაციო ბომბი - საფრენი აპარატიდან ჩამოსაყრელი საავიაციო საბრძოლო მასალების სახეობა. ბომბდამშენი შეიარაღების ძირითადი სახეობა. აღჭურვილია ფეთქებადი ნივთიერების მუხტით, პიროტექნიკური ან სხვა ცეცხლგამჩენი შემადგენლობებით.
წყარო
ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი. აკადემიკოსის, გენერალ-მაიორ ელგუჯა მეძმარიაშვილის საერთო რედაქციით. თბილისი,2017