არტილერია (შეიარაღების სახეობა)
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
არტილერია - (ფრანგული atillier – მომზადება, აღჭურვა) - იარაღის (შეიარაღების) სახეობა; არტილერია, როგორც იარაღის სახეობა, მოიცავს საარტილერიო ქვემეხებს მათი გადაადგილების საშუალებებითურთ, მათ საბრძოლო მასალებს, საბრძოლო უზრუნველყოფის საშუალებებს (ცეცხლის მართვის, საარტილერიო დაზვერვის და სხვა) და დამხმარე საშუალებებს.
წყარო
ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი. აკადემიკოსის, გენერალ-მაიორ ელგუჯა მეძმარიაშვილის საერთო რედაქციით, - თბილისი2017