ქსენოფონტი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
17:31, 21 თებერვალი 2018-ის ვერსია, შეტანილი Labashidze (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ქსენოფონტი (დაახ. 430-355/354) (Xenophōn), ძველი ბერძენი მწერალი, ისტორიკოსი და მხედართმთავარი, სოკრატეს მოწაფე. 401 წელს ხელმძღვანელობდა 10 ათ. ბერძენი მეომრის უკანდახევას ბაბილონიდან ტრაპიზონამდე (აღწერილი აქვს „ანაბასისში”). სპარტის მხარეზე მონაწილეობდა კორინთის ომში (395_387). დაწერილი აქვს შრომები სამხედრო ისტორიისა და სამხედრო საქმის შესახებ.
წყარო
ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი. აკადემიკოსის, გენერალ–მაიორ ელგუჯა მეძმარიაშვილის საერთო რედაქციით, – თბილისი2017