ქიმიური საბრძოლო მასალები
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
16:06, 22 თებერვალი 2018-ის ვერსია, შეტანილი Labashidze (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ქიმიური საბრძოლო მასალები - საბრძოლო მასალები, რომლებიც შეიცავენ საბრძოლო მომწამლავ ნივთიერებებს, ტოქსინებს და ფიტოტოქსინებს.
საბრძოლო მდგომარეობაში გადაყვანის ხერხით ქიმიური საბრძოლო მასალები შეიძლება იყოს ასაფეთქებელი მოქმედების (საარტილერიო ჭურვები, ნაღმები, საავიაციო ბომბები, რაკეტის საბრძოლო ნაწილები), გადმოსასხმელი (საავიაციო ხელსაწყოები), მტვერის გამავრცელებელი (საავიაციო ხელსაწყოები), თერმული (კოჭები) და მექანიკური (აეროზოლების გენერატორები). განსაკუთრებულ სახეობას წარმოადგენს ბინარული ქიმიური საბრძოლო მასალები, რომელიც მათი მიტანის საშუალებებთან ერთად წარმოადგენს ქიმიურ იარაღს.
წყარო
ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი. აკადემიკოსის, გენერალ–მაიორ ელგუჯა მეძმარიაშვილის საერთო რედაქციით, – თბილისი2017