ქიმიური სამსახური (სამხედრო)
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
16:10, 22 თებერვალი 2018-ის ვერსია, შეტანილი Labashidze (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ქიმიური სამსახური (სამხედრო)- სპეციალური სამსახური, მთელი რიგი სახელმწიფოების შეიარაღებულ ძალებში, რომელიც უზრუნველყოფს ჯარების (ძალების) მოქმედებას რადიაქტიური, ქიმიური და ბიოლოგიური დასნებოვნების პირობებში; ჯარების მომზადებას მასობრივი დაზიანების იარაღისაგან, ცეცხლსატყორცნი, ცეცხლგამჩენი საშუალებებისა და კვამლის გამოყენებისაგან დასაცავად; აგრეთვე ნაწილების და შენაერთების შესაბამისი ქონებით მომარაგების, მისი სწორი გამოყენების უზრუნველყოფის, შენახვისა და რემონტისათვის.
ქიმიური სამსახური შეიქმნა I მსოფლიო ომის წლებში.
წყარო
ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი. აკადემიკოსის, გენერალ–მაიორ ელგუჯა მეძმარიაშვილის საერთო რედაქციით, – თბილისი 2017