ევროპული კორპუსი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ევროპული კორპუსი - შეიქმნა 1992 წლის მაისში ფრანგულ-გერმანული ბრიგადის საფუძველზე, რომლის ფორმირება მოხდა 1991 წელს. შტაბი მდებარეობს ქალაქ სტრასბურგში.

დასავლეთ ევროპის კავშირის სხვა წევრებსაც შეუძლიათ მას შეუერთდნენ და კორპუსის შემადგენლობაში უკვე შევიდნენ ბელგიის, ლუქსემბურგისა და ესპანეთის ქვედანაყოფები. 1993 წლის 23 იანვარს მიღწეულია შეთანხმება კრიზისის დროს ევროპული კორპუსის ნატოსთვის გადაცემის მექანიზმების თაობაზე.

ევროპული კორპუსისა და ნატოს შორის ურთიერთობები ორ პრინციპზეა დაფუძნებული: ამ ახალი „მრავალეროვნული ევროპული ოპერატიულ-ტაქტიკური ჯგუფის“ განსაკუთრებულ ხასიათზე, რომელიც „შეცვლას არ ექვემდებარება“ და ევროპული კორპუსის ნატოს სტრუქტურებთან და პროცედურებთან ადაპტაციაზე იმისთვის, რომ ჩრდილოატლანტიკურ კავშირში მისი სწრაფი ინტეგრაცია მოხდეს საბრძოლო გამოყენების შემთხვევაში. 1993 წლის 19 მაისს კორპუსში მონაწილე ქვეყნებმა მიიღეს გადაწყვეტილება მისი გადაცემის შესახებ დასავლეთევროპის კავშირის განკარგულებაში.


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი. აკადემიკოსის, გენერალ-მაიორ ელგუჯა მეძმარიაშვილის საერთო რედაქციით. თბილისი, 2017

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები