ცეცხლის რეჟიმი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ცეცხლის რეჟიმი – ცეცხლსასროლი იარაღიდან მაქსიმალურად დასაშვები გასროლების რაოდენობა დროის მოცემულ მონაკვეთში იარაღის მატერიალური ნაწილის დაზიანების გარეშე სროლის სიზუსტის და უსაფრთხოების დაცვით. განისაზღვრება გაანგარიშება – საცდელი გზით და მოცემულია სროლის წესებში; შესასარულებელი ამოცანის და მიზნის ხასიათიდან გამომდინარე მეთაურის მიერ ზუსტად დადგენილი ცეცხლის წარმოების წესი.
წყარო
ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი. აკადემიკოსის, გენერალ–მაიორ ელგუჯა მეძმარიაშვილის საერთო რედაქციით, – თბილისი 2017