საარმიო კორპუსი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
17:15, 22 თებერვალი 2018-ის ვერსია, შეტანილი Labashidze (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
საარმიო კორპუსი - სახმელეთო ჯარების საერთო-საჯარისო გაერთიანება. სტაბილური ორგანიზაციული სტრუქტურა არ გააჩნია იშვიათი გამონაკლისის გარდა.
წარმოიშვა მასობრივი არმიების გაჩენის შემდეგ, I და II მსოფლიო ომების პერიოდში იყო ბევრი სახელმწიფოს არმიებში. თანამედროვე საარმიო კორპუსი მოიცავს 2-4 და მეტ დივიზიას (მათგან 1-2 სატანკოს), ჯარების გვარეობებისა და სპეციალური ჯარების საკორპუსო ნაწილებს, კორპუსის ლოგისტიკის ნაწილებსა და ქვედანაყოფებს.
წყარო
ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი. აკადემიკოსის, გენერალ-მაიორ ელგუჯა მეძმარიაშვილის საერთო რედაქციით. თბილისი,2017