ცეცხლის შეწყვეტა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ცეცხლის შეწყვეტა
1. საომარი მოქმედებების შეჩერების ან შეწყვეტის ერთ-ერთი ფორმა. მიმართულია უპირატესად ადგილობრივი დაზავების პირობების უზრუნველსაყოფად და შეზღუდულია დროის, სივრცისა და მიზნების მიხედვით. გამოიყენება კონკრეტული ამოცანების გადასაწყვეტად, როგორიც არის დაჭრილთა აყვანა და გაცვლა, პარლამენტიორთა გაგზავნა და სხვა. ცალკეული პირების მიერ ცეცხლის შეწყვეტის პირობის დარღვევა ითვლება ომის კანონებისა და წეს-ჩვეულებების დარღვევად;
2. პოლიგონებზე, სასროლეთზე და ა.შ. ბრძანების შესაბამისად სროლის შეწყვეტა.
წყარო
ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი. აკადემიკოსის, გენერალ–მაიორ ელგუჯა მეძმარიაშვილის საერთო რედაქციით, – თბილისი 2017