ჩაჩიბაია ვლადიმერ
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ჩაჩიბაია ვლადიმერ ბორისის ძე – (დ. 1971), საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსი (2008-09), ბრიგადის გენერალი (2014).
განათლება
- თბილისის სამხედრო აკადემია (1994),
- აშშ-ის სამეთაურეო და გენერალური შტაბის ოფიცერთა კურსი (2002-03),
- აშშ-ის არმიის ომის კოლეჯი (2007-08).
სამხედრო მოღვაწეობა
- მსახურობდა საქართველოს ეროვნულ გვარდიაში (1991-92),
- ცალკეული დაზვერვის ბატალიონის შ-3 ტოპოგრაფიული სამსახურის უფროსი (1998-99),
- სპეციალური დანიშნულების ბრიგადის G-2-ის უფროსი (2001-02),
- პირველი ქვეითი ბრიგადის შტაბის უფროსი (2003-05),
- ქართული სამშვიდობო კონტიგენტის მეთაური ერაყში (2004-05),
- გენერალური შტაბის ჟ-3 დეპარტამენტის უფროსი (2005-08),
- სახმელეთო ჯარების შტაბის უფროსი და სახმელეთო ჯარების სარდლის მოვალეობის შემსრულებელი.
- გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე (2006),
- საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის განათლების დეპარტამენტის უფროსი (2008),
- 2016 წელს ხელახლა დაინიშნა საქართველოს შეარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსად.
მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები.