საინჟინრო შეიარაღება
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
12:18, 26 თებერვალი 2018-ის ვერსია, შეტანილი Labashidze (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
იმ საშუალებების ერთობლიობა, რომლებიც გამოიყენება ბრძოლის (ოპერაციის) საინჟინრო უზრუნველყოფისათვის. მოიცავს: საინჟინრო–საბრძოლო მასალებს (საინჟინრო ნაღმები, ასაფეთქებელი მუხტები, განაღმვის მუხტები) მათი საბრძოლო გამოყენების საშუალებებით (ნაღმგადამღობები, გამანაწილებლები და მიმომფანტველები, დისტანციური დანაღმვის სისტემები); საინჟინრო ტექნიკას; საინჟინრო ქონებას (სამრეწველო დამზადების შენიღბვის საშუალებები, საფორტიფიკაციო ნაგებობები, სასანგრო ინსტრუმენტები, განაღმვის კომპლექტები და სხვა).