ავიამზიდი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
12:30, 26 თებერვალი 2018-ის ვერსია, შეტანილი Labashidze (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ავიამზიდი - წყალზედა ხომალდი, რომლის ძირითად საბრძოლო საშუალებებს წარმოადგენს სახომალდე (საგემბანე) თვითმფრინავები და ვერტმფრენები. ავიამზიდები შეადგენენ მოწინავე ქვეყნების ფლოტის საერთო დანიშნულების ძალების საფუძველს და წარმოადგენენ სტანდარტული დამრტყმელი ძალების მნიშვნელოვან რეზერვს.
XX საუკუნის ბოლოსათვის საზღვარგარეთის ქვეყნების სამხედრო-საზღვაო ძალებში ირიცხებოდა 25-ზე მეტი ავიამზიდი. ავიამზიდს აქვს ასაფრენი გემბანი, 2–4 კატაპულტი, გემბანისქვეშა ანგარები, ლიფტები საფრენი აპარატის ამოსაწევად, ჩასაწევად და სხვა. თავდაცვისთვის იგი აღჭურვილია საზენიტოსარაკეტო კომპლექსით და უნივერსალური არტილერიით. განასხვავებენ მრავალმიზნობრივ, დამრტყმელ და ნავსაწინააღმდეგო ავიამზიდებს.