გასროლა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გასროლა - ცეცხლსასროლ იარაღში სატყორცნი მუხტის ფეთქებადი (წვის) პროცესის გარდაქმნა. გამოიყენება საარტილერიო ჭურვების (ნაღმების, ყუმბარების, ტყვიების) სატყორცნელად.
გასროლისას, დროის მოკლე მონაკვეთში (წამის მეათასედიდან მეასედამდე), ხდება აირწარმოქმნის ქიმიური პროცესი, რომლის დროსაც მაღალია ტემპერატურა (3000-3500K) და წნევა (400-800მპა);
წყარო
ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი. აკადემიკოსის, გენერალ-მაიორ ელგუჯა მეძმარიაშვილის საერთო რედაქციით. თბილისი, 2017.