საბრძოლო წყობა სამხედრო-საჰაერო ძალებში
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
16:47, 28 თებერვალი 2018-ის ვერსია, შეტანილი Labashidze (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
საბრძოლო წყობა სამხედრო-საჰაერო ძალებში – საავიაციო ნაწილების, ქვედანაყოფების და თვითმფრინავების (ვერტმფრენების) ურთიერთგანლაგება საბრძოლო ფრენის ერთობლივად შესრულების დროს. შეიძლება შედგებოდეს სხვადასხვა ტაქტიკური დანიშნულების ჯგუფებისაგან: ძირითადი (დამრტყმელი, საძიებო-დამრტყმელი, სადესანტო, სატრანსპორტო და სხვა), უზრუნველყოფის (დამატებითი დაზვერვის, საჰაერო თავდაცვის ჩახშობის, დაბრკოლებების დაყენების, მოწინააღმდეგის გამანადგურებლების იერიშებისაგან დაფარვის, რადიოელექტრონული ბრძოლის, ყურადღების გადასატანი) და სარეზერვო ჯგუფებისაგან. საბრძოლო ფრენის დროს ერთსა და იმავე ჯგუფს შეუძლია შეასრულოს რამდენიმე სხვადასხვა ამოცანა. საბრძოლო წყობა შეიძლება იყოს სამი სახეობის: მიჯრითი, გაშლილი და დაშორიშორებული.