ფალანგა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
16:49, 28 თებერვალი 2018-ის ვერსია, შეტანილი Labashidze (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ფალანგა - (ბერძნული phalanx - სიტყვასიტყვით მოგრძო), ძველი საბერძნეთის, მაკედონიის, სხვა ელინისტური სახელმწიფოების ჯარების საბრძოლო წყობა. წარმოადგენდა ხაზში მჭიდროდ მოწყობილ მძიმედ შეიარაღებულ ქვეითებს (გოპლიტები, ლეგიონერები, სარისოფორები).
ფალანგა პირველად მოიხსენიება ჩ.წ. VI საუკუნის დასაწყისში. სიღრმეში შედგებოდა 8-24 მწკრივისგან, თითოში 800-1000 მეომრით. ჰქონდა დიდი დარტყმითი ძალა, მაგრამ იყო ნაკლებად მოძრავი, შეეძლო მოქმედება მხოლოდ სწორ ადგილმდებარეობაზე. ფალანგის სუსტი ადგილები იყო ფლანგები და ზურგი. მათი დაცვა ევალებოდათ ცხენოსნებს და მსუბუქ ქვეითებს.