საინჟინრო ტექნიკა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
17:02, 28 თებერვალი 2018-ის ვერსია, შეტანილი Labashidze (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
საინჟინრო ტექნიკა – საინჟინრო ჯარების მანქანები და მექანიზმები, რომლებიც განკუთვნილია საომარი მოქმედებების საინჟინრო უზრუნველყოფისათვის. მოიცავს სხვადასხვა დანიშნულების მანქანებს (სადაზვერვო, განღობვის, საგზაო, მიწის მთხრელი, ტვირთამწევი, ხე–ტყის დამამზადებელი, ხე–ტყის სახერხი, დესანტგადამყვანი, ნაღმების გადამღობი და ტრალები, პონტონური პარკები, მექანიზებული ხიდები, წყლის მოპოვების და წმენდაგაფილტვრის დანადგარები და სხვა); ასევე – ელექტროტექნიკურ საშუალებებს (მოძრავი და სტაციონარული ელექტროსადგურები, სამუხტავი მოწყობილობები და სხვა), მომსახურებისა და რემონტის საშუალებებს.