ყარაული
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ყარაული - (თურქული – დარაჯი), შეიარაღებული ქვედანაყოფი, რომლის დანიშნულებაა სამხედრო მოსამსახურეების მიერ დაცვის (საბრძოლო დროშების, სამხედრო და სახელმწიფო ობიექტების, ტვირთების და სხვა) საბრძოლო ამოცანის შესრულება. ყარაულის შეცვლა, ზოგიერთი ქვეყნის შეიარაღებულ ძალებში ძველი და ახალი ყარაულების მიერ დასაცავი ობიექტების (პოსტების), საყარაულო შენობის, მასში არსებული მოწყობილობის და სხვა ქონების ორგანიზებული გადაცემა. ხორციელდება ყოველ დღე-ღამეს ყარაულების დაგზავნის შემდეგ და რეგულირდება წესდებით.