ყუმბარა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ყუმბარა - (იტალიური – granata)
1. საბრძოლო მასალა ახლო ბრძოლის საწარმოებლად. განასხვავებენ ხელის ყუმბარას, ყუმბარსატყორცნის გასროლას და შაშხანის ყუმბარას.
2. 1 ფუთამდე (16,38კგ) მასის საარტილერიო მსხვრევადი და მრსხვრევად – ფუგასური ჭურვების ძველი დასახელება.
წყარო
ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი. აკადემიკოსის, გენერალ–მაიორ ელგუჯა მეძმარიაშვილის საერთო რედაქციით, – თბილისი2017