საბრძოლო მანქანები
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
16:09, 1 მარტი 2018-ის ვერსია, შეტანილი Labashidze (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
საბრძოლო მანქანები – დაჯავშნული მუხლუხა ან თვლიანი თვითმავალი მანქანები გაზრდილი გამავლობით და მათზე დაყენებული შეიარაღებით. მათ განეკუთვნება: ტანკი, დესანტის საბრძოლო მანქანა, ჯავშანტრანსპორტიორი, თვითმავალი საარტილერიო დანადგარი, თვითმავალი საარტილერიო ქვემეხი. ასევე – რეაქტიული ზალპური ცეცხლის სისტემა, ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო კომპლექსი, საზენიტო-სარაკეტო კომპლექსის დანადგარი და სხვა.
საბრძოლო მანქანები აღჭურვილია საფილტრო-სავენტილაციო მოწყობილობით, რადიოსადგურით, შიდა სალაპარაკო მოწყობილობით, თვალთვალის საშუალებებით, ხანძარსაწინააღმდეგო მოწყობილობებით და სხვა.