სიონჯი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
სიონჯი – (Nigella savita); ერთწლოვანი, ბალახოვანი მცენარე; ბაიასებრთა ოჯახის წარმომადგენელი.
სიონჯი – ბიბლიური მცენარე
ძველი აღთქმის ხანიდან მოკიდებული, სოინჯს არაბულ სამყაროში იყენებენ კულინარიაში როგორც პილპილისმაგვარ ცხარე სანელებელს. მის გამხმარ თესლს გამოცხობამდე ზევიდან აფრქვევენ პურ-ფუნთუშეულს, რაც სასიამოვნო გემოს აძლევს ნამცხვარს. ძველი ეგვიპტელები კარგად იცნობდნენ სოინჯის ანტისეპტიკურ თვისებებსაც, რაზედაც ცნობებს გვაწვდიან ანტიკური ისტორიული წყაროები.
„ერთწლოვანი, ბალახოვანი მცენარე; ბაიასებრთა ოჯახის წარმომადგენელი რადგან კევრით არ ლეწავენ სოინჯს და ურმის ბორბალს არ ატრიალებენ კვლიავზე, რადგან სოინჯი კეტით იცეხვება და ჯოხით – კვლიავი“.
ესაია 28,27