ნარი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ნარი


ნარი - (Cirsium echinus [M. Bieb.] Hand.-Mazz.); ოჯახი: რთულყვავილოვნები (Asteracaceae). ორწლიანი ბალახოვანი მცენარეა, 40-60 სმ სიმაღლის. ზედა ნაწილში დატოტვილია, ღეროები დაღარულია და უხვად შებუსული აბლაბუდასებური ბეწვით. ფესვთანური და ქვედა ფოთლები მოყვანილობით ხაზურაა, ფრთისებურად დანაკვთული სამკუთხა ნაკვთებით. კიდეებზე ხშირი წამწამისებური ეკლებითაა შემოსილი. ზემოდან შიშველია, ქვემოდან – შებუსული. ღერომხვევი. ზედა ფოთლები პატარაა და ხაზურ-ლანცეტა. სულ ზედა ფოთლები თითქმის რედუცირებულია და გრძელი ეკლებით ხასიათდება. კალათა მრავალია, კენწრული ან იღლიური. ყვავილები მოთეთრო-მოვარდისფროა. ყვ. ნაყ. VII-IX. გავრცელებულია მშრალ, ღორღიან ფერდობებზე, გზის პირებზე. გვხვდება ყველგან. მთელ საქართველოში.

ნარი – ბიბლიური მცენარე

„გავაველურებ, არ გაისხლება და არ დაიბარება, და ამოვა იქ ნარი და ეკალი, ღრუბლებს ვუბრძანებ, წვიმა არ აწვიმოს მათზე“.

ესაია 5, 6



წყარო

  • კახეთის რეგიონის მცენარეები – 400 სახეობის მცენარე და 402 ფოტო; სარკვევზე იმუშავა კახაბერ სუხიტაშვილმა; რედაქტორი მაია ახალკაცი, თბილისი 2016.
  • ბიბლიური მცენარეები
პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები