დევოლუციური ომი 1667-68
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
14:00, 5 მარტი 2018-ის ვერსია, შეტანილი Labashidze (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
დევოლუციური ომი 1667-68 - ომი საფრანგეთსა და ესპანეთს შორის. დაიწყო საფრანგეთის მეფე ლუი XIV-მ, რომელმაც საბაბად გამოიყენა ე.წ. დევოლუციური უფლება, რომელიც ადგენდა მამის მეორედ დაქორწინების შემთხვევაში მიწის მემკვიდრეობით გადაცემას პირველ ქორწინებაში შეძენილი შვილებისათვის.
საფრანგეთის ერთი არმია შეიჭრა ესპანეთის ნიდერლანდში (ფლანდრია და სხვა ტერიტორიები), მეორე არმიამ დაიკავა ფრანშკონტე (ისტორიული პროვინცია აღმოსავლეთ საფრანგეთში).
ფრანგების წარმატებებით შეშფოთებულმა ჰოლანდიამ, ინგლისმა და შვედეთმა კავშირი შეკრეს და მეომარ მხარეებს შორის შუამავლობა იკისრეს. აახენის ზავით (1668) საფრანგეთმა შეინარჩუნა ნიდერლანდის მიერ დაპყრობილი ესპანეთის 11 ქალაქი, მაგრამ ფრანშ-კონტე ესპანეთს დაუბრუნა.