ნიორი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ნიორი – (Allium sativum) ერთწლოვანი ბოლქვიანი მცენარე შროშანისებრთა ოჯახის წარმომადგენელი.
აქვს მუქი მწვანე, ვიწრო და ლანცეტისებრი ფოთოლი.
ბოლქვი 2-50-მდე კბილისაგან შედგება. კბილი დაფარულია თხელი აპკით, ხოლო მთლიანად ბოლქვი – 2-8 მბზინავი აპკით ან ქერქლით. ნიორის ზოგი ჯიში ივითარებს 60-150 სმ სიმაღლის საყვავილე ყლორტს, ყვავილში 60-450-მდე პატარა საჰაერო ბოლქვაკია.
ნიორი თესლს არ იძლევა, მრავლდება კბილით და ბოლქვაკით.
ნიორი – ბიბლიური მცენარე
„გვაგონდება თევზი, მუქთად რომ ვჭამდით ეგვიპტეში, კიტრები, ნესვები, პრასა, ხახვი და ნიორი. ახლა კი სული გვძვრება, არაფერია მანანას გარდა ჩვენს თვალწინ“.
რიცხვთა 11, 5-6