უგზო-უკვლოდ დაკარგული
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
უგზო-უკვლოდ დაკარგული - პირი, რომლის უგზო-უკვლოდ დაკარგვა დადასტურებულია სასამართლოს წესით. თუ გარკვეული ვადის მანძილზე, მიღებული ყველა ღონისძიებების მიუხედავად, ვერ მოხერხდა იმის დადგენა, ცოცხალია თუ არა უგზო-უკვლოდ დაკარგული, სასამართლო მას გარდაცვლილად აცხადებს.
უგზო-უკვლოდ დაკარგულთა შინმოუსვლელად ან გარდაცვლილად ცნობა იწვევს იურდიულ შედეგებს (უფლებების და მოვალეობების გადასვლა მემკვიდრეებზე, პენსიის დანიშვნა ოჯახის წევრებისთვის და ა.შ.).