სარაკეტო-კოსმოსური თავდაცვის ჯარები
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
16:06, 7 მარტი 2018-ის ვერსია, შეტანილი Labashidze (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
სარაკეტო-კოსმოსური თავდაცვის ჯარები - ზოგიერთი ქვეყნის შეიარაღებული ძალების ჯარების გვარეობა. მათი დანიშნულებაა ბალისტიკური რაკეტების გაშვების აღმოჩენა, მოწინააღმდეგის სარაკეტო თავდასხმის დასაწყისის განსაზღვრა, ამის შესახებ სახელმწიფოს უმაღლეს ორგანოების და ქვეყნის სამხედრო ხელმძღვანელობის, შეიარაღებული ძალების სახეობების მთავარი შტაბების ინფორმირება. ისინი მოიცავენ სარაკეტო თავდასხმის შესახებ გაფრთხილების, რაკეტსაწინააღდეგო თავდაცვის, კოსმოსური სივრცის კონტროლის და სარაკეტო-კოსმოსური თავდაცვის ახალი საშუალებების ამოქმედების ძალებსა და საშუალებებს.