უხმო იარაღი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
უხმო იარაღი – ცეცხლსასროლი იარაღი, რომელიც აღჭურვილია გასროლის დროს ხმის ჩამხშობი მოწყობილობით. ძირითადად ამის მიღწევა ხდება გასაფართოებელი მარყუჟის (ავზაკის) მეშვეობით ლულიდან გამოსული აირების მოცულობის გაზრდით. მარყუჟი ეგება იარაღის ლულის თავზე. იარაღის ასეთ მდგომარეობაში მოყვანა შესაძლებელია სპეციალური კონსტრუქციის და საბრძოლო მასალის ხარჯზე.