ჯარების დაქვემდებარების შეცვლა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
11:22, 13 მარტი 2018-ის ვერსია, შეტანილი Labashidze (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ჯარების (ძალების) დაქვემდებარების შეცვლა - სამხედრო ფორმირებების გადაცემა ერთი მეთაურისგან (სარდლისგან) მეორის დაქვემდებარებაში.
ხორციელდება ზემდგომი უფროსის განკარგულებით როგორც საომარი (საბრძოლო) მოქმედებების მომზადებისას, ისე მისი განხორციელების დროს იმ მიზნით, რომ შეიქმნას ან შეიცვალოს ჯარების (ძალების) დაჯგუფება, ოპერატიული დაწყობა, საბრძოლო წყობა.