ავტომატური სროლა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
11:53, 13 მარტი 2018-ის ვერსია, შეტანილი Labashidze (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ავტომატური სროლა – სროლა ავტომატური იარაღიდან ჯერებით (სროლის რაოდენობა ავტომატურად რეგულირდება საგანგებო მოწყობილობით) ან უწყვეტად (არსებული ვაზნების მარაგის სრულ გახარჯვამდე); ავტომატური იარაღიდან ცეცხლის წარმოების ძირითადი სახეა. გასროლა ხორციელდება ერთიმეორის მიყოლებით განსაზღვრული დროის მოკლე მონაკვეთში, რომელიც სროლის ტემპით განისაზღვრება.