ს-საათი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
14:23, 13 მარტი 2018-ის ვერსია, შეტანილი Labashidze (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ს-საათი - შემტევი ნაწილების (ქვედანაყოფების) მიერ მოწინააღმდეგის წინა ხაზის მიღწევის, წყლის წინაღობის ფორსირებისა და საჰაერო (საზღვაო) დესანტის გადმოსხმის დაწყების პირობითი დრო; დგინდება შეთანხმებული მოქმედებების და სხვადასხვა სახის იარაღით ერთდროული დარტყმების მიყენების მიზნით.
ს-საათიდან, როგორც დროის ნულოვანი მოცემულობიდან, წარმოებს ჯარების (ძალების) მოქმედებების დაგეგმვა და მომზადება იმ შემთხვევაში, როდესაც რეალური დრო არ არის დადგენილი ან საიდუმლოს დაცვის მიზნით არ ხმაურდება.