სტრატეგიული დაგეგმვა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
13:13, 14 მარტი 2018-ის ვერსია, შეტანილი Labashidze (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
სტრატეგიული დაგეგმვა - ომში ზიგიერთი ქვეყნის შეიარაღებული ძალების და სხვა ჯარების მომზადების, გამოყენებისა და ყოველმხრივი უზრუნველყოფის წესის, ხერხების განსაზღვრა; თავდაცვისათვის ქვეყნის და შეიარაღებული ძალების, სტრატეგიული მოქმედებების სხვადასხვა ფორმის მომზადების უმნიშვნელოვანესი ნაწილი. ახორციელებს შეიარაღებული ძალების შტაბების კომიტეტი (გენერალური, მთავარი შტაბი) შეიარაღებული ძალების სახეობების, ლოგისტიკის, ჯარების გვარეობების მართვის ორგანოებთან ერთად.
ტრატეგიული დაგეგმვა ხორციელდება შეიარაღებული ძალების მთავარსარდლობის მიერ დასახული ამოცანების, სამხედრო დოქტრინის, უსაფრთხოების კონცეფციის დებულებების, თავდაცვის კანონისა და სამხედრო უსაფრთხოების დარგის სხვა ნორმატიული აქტების შესაბამისად.