სულა ლუციუს კორნელიუს
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
13:11, 15 მარტი 2018-ის ვერსია, შეტანილი Labashidze (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
სულა ლუციუს კორნელიუს - (Sulla) (ძვ.წ. 138–78), ძველი რომის სამხედრო და პოლიტიკური მოღვაწე. თავი გამოიჩინა ჩრდილო აფრიკის დაპყრობასა და იტალიელი ტომების აჯანყების ჩახშობაში. 88 წელს გახდა კონსული და მთავარსარდლად დაინიშნა პონტოს მეფის მითრიდატე VI-ის წინააღმდეგ ომში. სულამ პონტოელთა ჯარები დაამარცხა, მითრიდატესთან ზავი დადო, 83 წელს რომში დაბრუნდა და თავისი დიქტატურა დაამყარა. სასტიკად უსწორდებოდა პოლიტიკურ მოწინააღმდეგეებს, ატარებდა მასობრივ რეპრესიებს. 79 წელს სულამ დიქტატორის რწმუნებანი მოიხსნა.