სწრაფი შეტევა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
15:36, 15 მარტი 2018-ის ვერსია, შეტანილი Labashidze (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
სწრაფი შეტევა - შეტევა სადესანტო ოპერაციებში, რომლის მომზადება დროის უმოკლეს ვადებში ხდება. აქ გადამწყვეტია სისწრაფე და ხელსაყრელი მომენტის გამოყენება. სახმელეთო ჯარებისთვის – შემხვედრი ბრძოლა, რომელიც უნდა გაიმართოს ხელთ არსებული ძალებით, მოსამზადებლად მინიმალური დროის მანძილზე, რაც მოწინააღმდეგეს არ მისცემს ძალების შეკრების და თავდაცვის ორგანიზების საშუალებას.