საცეცხლე ურთიერთქმედება
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
საცეცხლე ურთიერთქმედება – მოწინააღმდეგეზე შეიარაღებული ძალების სახეობების (ჯარების გვარეობების) დაზიანების ყველა საცეცხლე საშუალების (ან მათი ნაწილის) ამოცანების (ობიექტების, მიზნების), მიმართულებების, ზღუდეების (რაიონების, მონაკვეთების), სივრცის (ზონების) და დროის მიხედვით შეთანხმებული კომპლექსური ურთიერთქმედება.
საცეცხლე ურთიერთქმედების მისაღწევად ანაწილებენ მიზნებს, განსაზღვრავენ ცეცხლის დაშენის (დარტყმების მიყენების) დროს და თანამიმდევრობას, აგრეთვე თავს უყრიან და აძლიერებენ ცეცხლს (დარტყმებს) მნიშვნელოვანი ობიექტების დასაზიანებლად. საცეცხლე ურთიერთქმედება შეიძლება იყოს ტაქტიკური და ოპერატიული (სტრატეგიული).