დეტონატორი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
14:25, 20 მარტი 2018-ის ვერსია, შეტანილი Labashidze (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
დეტონატორი - მაღალბრიზანტული, მგრძნობიარე ფეთქებადი ნივთიერების მცირე მუხტი, რომლის აფეთქება იწვევს ძირითადი მუხტის ფეთქებადი დაშლის რეაქციას.
აფეთქებითი სამუშაოების დროს იყენებენ კაფსულ-დეტონატორებს, ელექტროდეტონატორს ან სადეტონაციო ზონარს. როცა ფეთქებადი ნივთიერება ნაკლებმგრძნობიარეა, დეტონატორსა და ძირითად მუხტს შორის ათავსებენ მაღალმგრძნობიარე ფეთქებად ნივთიერებას. ავიაყუმბარების, საარტილერიო ჭურვების, ნაღმების და სხვათა დეტონატორები ფეთქდება დარტყმით ან ჩხვლეტით.