განგრძობა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
განგრძობა (ვაჲ მე, რამეთუ განმიგრძდა მე მწირობაჲ ჩემი, და დავემკჳდრე მე საყოფელთა თანა კედარისათა. ფსალ.119, 5) - გაგრძელება საქმისა, სიტყვისა, დროისა და სხვ. ამ შემთხვევაში: „განმიგრძდა მე მწირობაჲ ჩემი“, ნიშნავს - დიდხანს გასტანაო ჩემმა უცხოობაში ღარიბად ყოფნამ.
წყარო
იოსებ ახალშენოვი, ფსალმუნნის ძველ-ქართულ სიტყვათა, გეოგრაფიულ ადგილთა და ისტორიულ მოვლენათა განმარტებანი. (რედაქტორი იოსებ ჯაჯანიძე). 1875, თბილისი, 2004.