განკფდეს და კელობდეს
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
განკფდეს და კელობდეს (შვილნი უცხოთანი მეცრუვნეს მე, შვილნი უცხოთანი განკფდეს და კელობდეს ალაგთა მათთაგან. ფსალ. 17, 45) - მოუძლურდნენ და კოჭლობდნენ (განკაფა - მოუძლურება, ძალის გამოლევა). ამ შემთხვევაში: „განკფდეს და კელობდეს ალაგთა მათთაგან“ ნიშნავს - გაილევიან (ძალას დაკარგავენ) და ათრთოლდებიან თავიანთ სიმაგრეებში.
წყარო
იოსებ ახალშენოვი, - ფსალმუნნის ძველ-ქართულ სიტყვათა, გეოგრაფიულ ადგილთა და ისტორიულ მოვლენათა განმარტებანი (რედაქტორი იოსებ ჯაჯანიძე). 1875, თბილისი, 2004.
. .