სუვერენიტეტი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
14:12, 21 მარტი 2018-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
სუვერენიტეტი - (ფრანგული souverainete – უმაღლესი ხელისუფლება), სახელმწიფოს ტერიტორიის საზღვრებში სახელმწიფო ხელისუფლების უზენაესობა და საერთაშორისო ურთიერთობებში მისი დამოუკიდებლობა.
სუვერენიტეტის პატივისცემა თანამედროვე საერთაშორისო სამართლის, საერთაშორისო ურთიერთობის ერთ-ერთი ძირითადი პრინციპია, რომელიც დაფიქსირებულია გაეროს წესდებასა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების ფუძემდებლურ დოკუმენტებში.